GANS Main History Members Contact

GANS

Georgian Academy of Natural Sciences

ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსზე სამეცნიერო პროექტების მიღება

25 January 2024

"საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები” აცხადებს სამეცნიერო
პროექტების მიღებას მეცნიერების ყველა დარგში (საბუნებისმეტყველო,
სოციალური, ჰუმანიტარული, გამოყენებითი მეცნიერებანი, ინჟინერია,
საინფორმაციო ტექნოლოგიები, მედიცინა) ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსზე წარსადგენად.

კონკურსში მონაწილეთა ასაკობრივი ცენზია: 14-დან 20 წლამდე.

მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ სამეცნიერო ნაშრომის მოკლე/ძირითადი
შინაარსი (აბსტრაქტი) ქართულ ენაზე თავისუფალი ფორმით.

მომდევნო ეტაპზე ჩატარდება დასწრებული ტური, სადაც პროექტების ავტორებმა
უნდა წარადგინონ საკუთარი ნაშრომები მოწვეული სამეცნიერო ჟიურის წინაშე.
დასწრებულ ტურში პირველ ადგილზე გასული პროექტები ნომინირებული იქნება
ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად,
რომელიც 2024 წელს სექტემბერში პოლონეთში ჩატარდება.

ევროკონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ძირითად ხარჯს აანაზღაურებს
ევროკომისია.
პრიორიტეტი მიენიჭება ორიგინალურ, გამოყენებად და ინოვაციურ პროექტებს.

პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2024 წლის 8 აპრილის ჩათვლით

აბსტრაქტების გამოგზავნა შესაძლებელია ელ. მისამართზე:
eucontest24@gmail.com