GANS Main History Members Contact

GANS

Georgian Academy of Natural Sciences

იაპონია-საქართველო-ევროპის საერთაშორისო ვორქშოპი/კონფერენცია „ლაზერული პლაზმის გამოყენება - თბილისი 2025“

06 October 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის, საქართველოში იაპონიის საელჩოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ევროკავშირის COST პროგრამის პროექტის - „პროტონ-ბორის ბირთვული სინთეზი“ მხარდაჭერით, იაპონია-საქართველო-ევროპის საერთაშორისო ვორქშოპი/კონფერენციის - „ლაზერული პლაზმის გამოყენება - თბილისი 2025“ (სრული სახელწოდება: „ლაზერით ინდუცირებული პლაზმის ფიზიკისა და ტექნოლოგიების შესახებ - მწვანე ენერგიისა და ბიოსამედიცინო გამოყენებისთვის“ (Japan-Georgia-Europe International Workshop on Physics and Technology of Laser-Induced Plasma for Green Energy and Biomedical Applications – Laser Plasma Applications, Tbilisi 2025) - დახურვის ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სფეროს წამყვანი მეცნიერები და მკვლევრები, მათ შორის:

  • კაორუ იამანუჩი – ტოკიოს უნივერსიტეტის ფემტოწამიანი ლაზერული მეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი; კვანტური ლაბორატორიის ხელმძღვანელი (ტოკიოს უნივერსიტეტი); იაპონიის სამეცნიერო საბჭოს ასოცირებული წევრი; იაპონიის ქიმიკოსთა საზოგადოების და ამერიკის ფიზიკოსთა საზოგადოების წევრი.

  • მასაჰარუ ნომაჩი – პროფესორი, ბირთვული ფიზიკის კვლევითი ცენტრი (RCNP), ოსაკას უნივერსიტეტი; ევროპის აკადემიური ინიციატივების ცენტრის დირექტორი, ოსაკას უნივერსიტეტი.

  • ტოშიმორი სეკინე – პროფესორი, დედამიწისა და კოსმოსის მეცნიერებათა დეპარტამენტი, ოსაკას უნივერსიტეტი.

  • კეისუკე შიგემორი – პროფესორი, ლაზერული ინჟინერიის ინსტიტუტი (ILE); შიგემორის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ოსაკას უნივერსიტეტი.

  • დიმიტრი ბატანი – ბორდოს უნივერსიტეტის „განსაკუთრებული კლასის“ პროფესორი (Professeur de Classe Exceptionnelle); ევროპის ფიზიკური საზოგადოების (EPS) წევრი; საფრანგეთის უნივერსიტეტთა ინსტიტუტის (IUF) უფროსი წევრი და ევროპის მეცნიერებათა აკადემიის (EURASC) წევრი.

  • ბორის ნ. ჩიჩკოვი – პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი; კვანტური ოპტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ლაიბნიცის უნივერსიტეტი ჰანოვერი, გერმანია.

  • ფაბრიციო კონსოლი – პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი; ინერციული სინთეზისა და პლაზმის ინტერდისციპლინური ექსპერიმენტების ლაბორატორიის დირექტორი; ENEA-ს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ინერციული ბირთვული სინთეზის კვლევისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, იტალია.

  • გ. ა. პაბლო ჩირონე – პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი; ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის (INFN) უფროსი მკვლევარი, სამხრეთის ეროვნული ლაბორატორიები (LNS), კატანია, იტალია.

  • ალდო ბონასერა – პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი; ციკლოტრონის ინსტიტუტი და ფიზიკისა და ასტრონომიის დეპარტამენტი, ტეხასის A&M უნივერსიტეტი, აშშ; ამერიკის ფიზიკური საზოგადოების წევრი.

  • ვიქტორ მალკა – პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი; კომპლექსური სისტემების ფიზიკის დეპარტამენტი, ვაიცმანის მეცნიერებათა ინსტიტუტი, ისრაელი; ექსტრემალური სინათლისა და ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის (ELI-NP) სამეცნიერო დირექტორი, რუმინეთი.

მოხსენებები გადანაწილდა ექვს სესიად, შემდეგი თემატიკით და მოხსენებებით:


I სესია – ახალი მიდგომები ლაზერით ინდუცირებულ მეთოდებსა და ტექნოლოგიებში

  • დიმიტრი ბატანი (საფრანგეთი) – „ლაზერით ინდუცირებული თერმობირთვული სინთეზის მომავალი“

  • პაატა კერვალიშვილი (საქართველო) – „ლაზერით სინთეზირებული კვანტური მასალები ენერგეტიკისა და გამომთვლელი ხელსაწყოებისათვის“

  • ტოშიმორი სეკინე (იაპონია) – „გამთბარი, მკვრივი მატერია, რომელიც ხასიათდება ლაზერული დარტყმითი შეკუმშვით“

  • ალდო ბონასერა (აშშ) – „ბირთვული ასტროფიზიკა და ლაზერების გამოყენება“


II სესია – ლაზერით მართული ტექნოლოგიები

  • კეისუკე შიგემორი (იაპონია) – „ლაზერულ-პლაზმური ურთიერთქმედებები“

  • ვიქტორ მალკა (ისრაელი–რუმინეთი) – „ლაზერით მართული აჩქარებული ელექტრონები და მათი გამოყენება“

  • ბორის ჩიჩკოვი (გერმანია) – „ლაზერული ბეჭდვის ტექნოლოგიები“


III სესია – ბირთვული სინთეზი: მეთოდები და ინსტრუმენტები

  • ფაბრიციო კონსოლი (იტალია) – „ნაწილაკების იდენტიფიკაციის თანამედროვე დიაგნოსტიკა ლაზერით ტრიგერირებული ბირთვული სინთეზის ექსპერიმენტებში“

  • კატარჟინა ბატანი (პოლონეთი–საფრანგეთი) – „პროტონ–ბორის სინთეზი ლაზერით მართული სამედიცინო აპლიკაციებისთვის“


IV სესია – კოჰერენტულ სინათლეზე დაფუძნებული მეთოდები ნანოობიექტების კვლევისთვის

  • პაბლო ჩირონე (იტალია) – „ლაზერით მართული ნაწილაკების აჩქარება (იონები/ელექტრონები) სამედიცინო აპლიკაციებისთვის“

  • კაორუ იამანუჩი (იაპონია) – „მოკლე ლაზერული იმპულსები და ფემტოწამიანი ქიმია“

  • ზვიად კირტავა და სხვები (საქართველო) – „ახალი პარადიგმა: თანამედროვე მედიცინაში ფარმაცევტული მიდგომებიდან ბიოფიზიკურზე გადასვლა“

  • თამარ ბჟალავა და სხვები (საქართველო) – „პათოგენური მიკროორგანიზმების შესწავლა ოპტიკური სპექტრომეტრიის მეთოდებით“


V სესია – ლაზერული ფიზიკა და ტექნოლოგიის გამოყენება

  • ლევან ჩხარტიშვილი და სხვები (საქართველო) – „ბორის იზოტოპებზე დაფუძნებული ნეიტრონების დეტექტირების კონცეფცია“

  • ამირან ბიბილაშვილი და სხვები (საქართველო) – „ლაზერული პლაზმის გამოყენება თხელფენოვანი მასალების მიღების პროცესში“

  • ნუგზარ ღომიძე და სხვები (საქართველო) – „LIBS ტექნოლოგია პლაზმის დახასიათებისთვის: მონაცემთა დამუშავება და თეორიული ანალიზი“

  • თამაზ მინაშვილი და სხვები (საქართველო) – „ოქროს ნანოკლასტერების მომზადება GaP (001) ზედაპირზე გალვანური გადაადგილების მეთოდით“

  • თამარ ბერბერაშვილი და სხვები (საქართველო) – „ლაზერული ოპტიკური სპექტრომეტრიის კვლევები ATP რეაქციებში“


VI სესია – ლაზერით განპირობებული ფიზიკისა და ტექნოლოგიის მიღწევები

  • დასკვნითი სიტყვით წარსდგნენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები, რომლებმაც შეჯამეს კონფერენციის შედეგები და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ინფორმაცია ღონისძიების შესახებ ასახულია სტუ-ს ვებგვერდზე: https://gtu.ge/News/28821/ 

 

The closing event of the Japan–Georgia–Europe International Workshop/Conference “Laser Plasma Applications – Tbilisi 2025” (full title: “Japan–Georgia–Europe International Workshop on Physics and Technology of Laser-Induced Plasma for Green Energy and Biomedical Applications”) was held at the Georgian Technical University, with the support of the International Science and Technology Center (ISTC), the Embassy of Japan in Georgia, the Georgian Technical University, and the EU COST project “Proton–Boron Nuclear Fusion.”

Leading scientists and researchers in the field participated in the event, including:

  • Kaoru Yamanouchi – Professor at the Institute of Femtosecond Laser Science, University of Tokyo; Head of the Quantum Laboratory (University of Tokyo); Associate Member of the Science Council of Japan; Member of the Chemical Society of Japan and the American Physical Society.

  • Masaharu Nomachi – Professor at the Research Center for Nuclear Physics (RCNP); Director of the Center for European Academic Initiatives at Osaka University.

  • Toshimori Sekine – Professor, Department of Earth and Space Science, Osaka University.

  • Keisuke Shigemori – Professor, Institute of Laser Engineering (ILE); Head of the Shigemori Laboratory, Osaka University.

  • Dimitri Batani – Professor of “Exceptional Class” (Professeur de Classe Exceptionnelle) at the University of Bordeaux; Member of the European Physical Society (EPS); Senior Member of the Institut Universitaire de France (IUF); and Member of the European Academy of Sciences (EURASC).

  • Boris N. Chichkov – Professor, Ph.D., Head of the Institute of Quantum Optics, Leibniz University Hannover, Germany.

  • Fabrizio Consoli – Professor, Ph.D., Director of the Laboratory for Interdisciplinary Experiments on Inertial Fusion and Plasma; Head of the ENEA Working Group on Inertial Fusion Research and Technology, ENEA, Italy.

  • G. A. Pablo Cirrone – Professor, Ph.D., Senior Researcher at the National Institute for Nuclear Physics (INFN), Southern National Laboratories (LNS), Catania, Italy.

  • Aldo Bonasera – Professor, Ph.D., Cyclotron Institute and Department of Physics and Astronomy, Texas A&M University, Member of the American Physical Society, USA.

  • Victor Malka – Professor, Ph.D., Department of Complex Systems Physics, Weizmann Institute of Science; Scientific Director of the Extreme Light and Nuclear Physics Institute (ELI-NP), Romania.

The presentations were divided into six sessions, covering the following topics and speakers:


Session I – New Approaches in Laser-Induced Methods and Technologies

  • Dimitri Batani (France) – “The Future of Laser-Induced Thermonuclear Fusion”

  • Paata Kervalishvili (Georgia) – “Laser-Synthesized Quantum Materials for Energy and Computational Devices”

  • Toshimori Sekine (Japan) – “Warm Dense Matter Characterized by Laser Shock Compression”

  • Aldo Bonasera (USA) – “Nuclear Astrophysics and Applications of Lasers”


Session II – Laser-Driven Technologies

  • Keisuke Shigemori (Japan) – “Laser–Plasma Interactions”

  • Victor Malka (Israel–Romania) – “Laser-Driven Accelerated Electrons and Their Applications”

  • Boris Chichkov (Germany) – “Laser Printing Technologies”


Session III – Nuclear Fusion: Methods and Instruments

  • Fabrizio Consoli (Italy) – “Modern Diagnostics for Particle Identification in Laser-Triggered Nuclear Fusion Experiments”

  • Katarzyna Batani (Poland–France) – “Proton–Boron Fusion for Laser-Driven Medical Applications”


Session IV – Coherent Light-Based Methods and Instruments for Nanostructure Studies

  • Pablo Cirrone (Italy) – “Laser-Driven Particle Acceleration (Ions/Electrons) for Medical Applications”

  • Kaoru Yamanouchi (Japan) – “Short Laser Pulses and Femtosecond Chemistry”

  • Zviad Kirtava et al. (Georgia) – “A New Paradigm: From Pharmaceutical to Biophysical Approaches in Modern Medicine”

  • Tamar Bzhalava et al. (Georgia) – “Study of Pathogenic Microorganisms Using Optical Spectrometry Methods”


Session V – Laser Physics and Technological Applications

  • Levan Chkhartishvili et al. (Georgia) – “Concept of Neutron Detection Based on Boron Isotopes”

  • Amiran Bibilashvili et al. (Georgia) – “Application of Laser Plasma in the Process of Thin-Film Material Formation”

  • Nugzar Gomidze et al. (Georgia) – “LIBS Technology for Plasma Characterization: Data Processing and Theoretical Analysis”

  • Tamaz Minashvili et al. (Georgia) – “Preparation of Gold Nanoclusters on GaP (001) Surface by Galvanic Displacement Method”

  • Tamar Berberashvili et al. (Georgia) – “Laser Optical Spectrometry Studies in ATP Reactions”


Session VI – Advances in Laser-Induced Physics and Technology

  • Concluding remarks were delivered by Georgian and international scientists, summarizing the conference results and outlining future directions for cooperation.

The information about the event is available on the website of the Georgian Technical Universityhttps://gtu.ge/News/28821/