Georgian Academy of Natural Sciences
საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები, პროფესორები თამარ ბერბერაშვილი და პაატა კერვალიშვილი მიიწვიეს მსოფლიო გამოფენაზე იაპონიის ქალაქ ოსაკაში თავისი მაღალტექნოლოგიური კვლევებისა და დამუშავებების პრეზენტაციისათვის. ამჯერად ოსაკას ექსპო მიძღვნილი იყო თანამედროვე ენერგეტიკული ტექნოლოგიების განვითარებისადმი; პარალელურად მიმდინარეობდა ეგრეთ წოდებული „მწვანე ტრნაფორმაციისადმი“ მიძღვნილი ინოვაციური გადაწყვეტილებების მსოფლიო გამოფენა. 2024 წლის 20-22 ნოემბრის დღეებში 1200-ზე გამორჩეული ტექნოლოგიური მიღწევა იყო წარმოდგენილი, რომელიც დაათვალიერა 20 ათასზე მეტმა ადამიანმა. ქართველ მეცნიერთა გუნდი გამოფენაზე წარსდგა თავისი უნიკალური კვლევებით: ლაზერულ-პლაზმურ მეთოდზე დაფუძნებული მზის ელემენტების მიღების ტექნოლოგიების, ლაზერულ ბირთვული სინთეზის (პროტონ-ბორი) მნიშვნელოვანი ელემენტების შექმნის, სპინტრონული და სპინქუბიტური ელემენტების წარმოებისა და ოპტიკური (ლაზერული) სპექტრომეტრიის ვიბრაციულ-რეზონანსული მეთოდების ბიოსამედიცინო გამოყენებისათვის განვითარების საკითხებში.
იაპონიის სამთავრობო ორგანიზაციების მიერ ქართველებისათვის შეძენილ იქნა სპეციალური საგამოფენო სივრცე, სადაც აკადემიკოებს თ. ბერბერაშვილსა და პ.კერვალიშვილს იაპონელი თარჯიმნების დახმარებით უწევდათ მრავალრიცხოვანი დამთვარიელებისათვის ახსნა, როგორ ვითარდება საქართველო, როგორ იზრდება მისი ინოვაციური პოტენციალი მრავალი მომართულებით და განსაკუთრებით განათლებისა და მეცნიერების სფეროში.
ქართულ მცირე პავილიონს 3 დღის განმავლობაში 100-ზე მეტი დაინტერესებული ვიზიტორი ეწვია. ყურადღება გამახვილდა ქართველი მეცნიერების ბოლოდროინდელ წარმატებებზე. კერძოდ, ლაზერული გამოსხივებით ინდუცირებული პლაზმის საშუალებით სილიციუმ-გრაფენისა და სხვა ნანოსისტემებისა და ნანომოწყობილობების მიღების კონცეფციებზე და ტექნოლოგიებძე. ასევე მათ მიერ შექმნილ ბიონანოსისტემების კვლევის ლაზერულ (ოპტიკურ) რეზონანსულ მეთოდებზე და ვიბრაციული სპექტროსკოპიის მულტიდისციპლინარულ დამუშავებებზე თანამედროვე ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მიდგომების გამოყენებით.
დაიგეგმა უხლოეს დროს იაპონურ-ქართული კონფერენციების ციკლის მოწყობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება ამ მიმართულებებით.
This fall academicians of the Academy of Natural Sciences of Georgia, professors Tamar Berberashvili and Paata Kervalishvili were invited to the world exhibition in Osaka, Japan to present their high-tech research and development.This time, the Osaka Expo was dedicated to the development of modern energy technologies; in parallel, a world exhibition of innovative solutions connected to the so-called “green transformation” was taking place. On November 20-22, 2024, more than 1,200 outstanding technological achievements were presented, which were viewed by more than 20,000 people.
At the exhibition a team of professors of GANS presented their unique research: technologies for obtaining solar cells based on the laser-plasma method, the creation of important elements of laser nuclear synthesis (proton-boron), the production of spintronic and spinqubit elements, and the development of vibrational-resonance methods of optical (laser) spectrometry for biomedical applications.
A special exhibition space was purchased for the Georgians by Japanese government organizations, where academicians T. Berberashvili and P. Kervalishvili, with the help of Japanese translators, had to explain to numerous guests how Georgia is developing, how its innovative potential is growing in many directions, especially in the fields of education and science.
During 3 days the Georgian small pavilion was visited by more than 100 interested visitors. Attention was focused on the recent successes of Georgian scientists. In particular, on the concepts and technologies of obtaining silicon-graphene and other nanosystems and nanodevices by means of laser radiation-induced plasma. As well as on the laser (optical) resonance methods of bionanosystems research created by them using the multidisciplinary approaches of vibrational spectroscopy and modern information technology tools.
It was planned to organize a cycle of Japanese-Georgian conferences in the near future and implement joint projects in these areas.